ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინას ახლა აქვს "ძალიან მკაფიო ევროპული პერსპექტივა" მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, მიანიჭოს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი ბლოკში გასაწევრიანებლად.
მისი თქმით, ეს არის იმ მოძრაობის გამარჯვება, რომელიც „მაიდანზე“ 8 წლის წინ დაიწყო. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების გზას დრო დასჭირდება და შრომას მოითხოვს.