11:19
21 ოქტომბერი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა, მოვითხოვ, გამოძიება სწრაფად და ობიექტურად ჩატარდეს - ვლადიმერ ზელენსკი
26-09-2020

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს. „გუშინ, საშინელი ტრაგედიის შედეგად უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა. მოვითხოვ, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები სასწრაფოდ დადგინდეს და გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდეს,“- აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში. გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 - შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

AutoPlay
ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში
გამოქვეყნდა 2 წუთის წინ
შსს რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე ახორციელებს
გამოქვეყნდა 7 წუთის წინ
შსს-ს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
გამოქვეყნდა 8 წუთის წინ
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დავით გარეჯის საქმეზე პეტიციას ავრცელებს
გამოქვეყნდა 11 წუთის წინ
"ევროპულმა საქართველომ" თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომარში "დაუპიპინე ბიძინას" გამართა
გამოქვეყნდა 12 წუთის წინ
კახა კალაძე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განცხადებას აკეთებს
გამოქვეყნდა 13 წუთის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები