უკრაინა 25-მდე საპატიმრო დაწესებულების გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა საინფორმაციო პორტალთან „უკრაინის ამბები“ ინტერვიუში განაცხადა.
მარტის ბოლომდე აუქციონზე 2 ლოტი იქნება წარმოდგენილი. ვაჭრობა ოდესიდან და ლვოვიდან დაიწყება, წლის განმავლობაში კი სხვა ქალაქების საპატიმროებსაც გამოიტანენ საპრივატიზაციოდ. გაყიდვებით შემოსული თანხის 30% სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხება, 70% კი უწყებას დარჩება.მინისტრის თქმით, სამინისტრო წინასწარი დაკავების იზოლატორების გაყიდვასაც გეგმავს.
მაგალითად, კიევში ლუკანოვოს იზოლატორის ნაწილი 2 წელიწადში სასტუმროდ გადაკეთდება, ხოლო პატიმრებს ამ ყველაზე დიდი და ძველი კორპუსიდან კიევის ოლქის სხვა იზოლატორებში გადაანაწილებენ. იზოლატორის დანარჩენი ნაწილის ზოგიერთ საკანში პირობები გაუმჯობესდება. ასეთი საკნები ფასიანი გახდება.