უკრაინა ილონ მასკს დახმარებას სთხოვს. მოწოდებები „ტვიტერზე“ მას შემდეგ განთავსდა, რაც „ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანია სასუნთქ აპარატებს უფასოდ დაარიგებს.
როგორც შეერთებულ შტატებში უკრაინის საელჩოს განცხადებაში წერია, პანდემია უკრაინაში პიკს უახლოვდება. აპრილი ყველაზე რთული თვე იქნება და ადამიანებს სასუნთქი აპარატები სჭირდებათ.
უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსის 804 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ვირუსით 20 ადამიანი დაიღუპა.