უკრაინა, ოპტიმალური სცენარის მიხედვით, ევროკავშირში წყალბადის ექსპორტს 2024 წლამდე შეძლებს. წყალბადის მიღება კი განახლებადი ენერგიის წყაროებიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
ამასთან „უკრაინის ნაფთოგაზის“ ხელმძღვანელის განცხადებით, 5 წელიწადში უკრაინას შეეძლება საკუთარი თავის სრულად მომარაგება ბუნებრივი გაზით და მის იმპორტზე უარის თქმა. ამ მიზნის მისაღწევად კი მან სხვა საშუალებების გარდა დაასახელა უკრაინაში ბიოგაზის წარმოება.
ამასთან, „უკრაინის ნაფთოგაზის“ ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინას ბიოგაზის წარმოების უდიდესი პოტენციალი აქვს.