07:56
29 ივნისი, 2022, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
უკრაინა ამერიკული იარაღის ყველაზე მსხვილი მიმღებია
20-05-2022

უკრაინა გახდა ამერიკული შეიარაღების ყველაზე მსხვილი მიმღები ქვეყანა, მას მოსდევს ეგვიპტე და ისრაელი. აღნიშნულ შეფასებას ვკითხულობთ The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მასალაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ შტატებმა კიევს 2014 წლიდან 2021 წლამდე 2,7 მლრდ დოლარის ღირებულების შეიარაღება მიაწოდა. ამასთან, მხოლოდ წელს ომის დაწყებიდან დღემდე ამერიკას უკრაინისთვის მიწოდებული აქვს 3,8 მლრდ დოლარის სამხედრო შეიარაღება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკის დახმარების 40-მილიარდიანი პაკეტიდან 20 მლრდ განკუთვნილია შეიარაღებაზე.

გამოცემა ამ მონაცემებს წინა წლის მაჩვენებლებს ადარებს, საიდანც ჩანს, რომ 2020 ფინანსური წლის განმავლობაში ამერიკამ ისრაელს 3,3 მლრდ დოლარის შეიარაღება მიაწოდა, მას მოჰყვა ეგვიპტე - 1,3 მლრდ დოლარით, მესამე ადგილზე კი გავიდა იორდანია - 510 მლნ დოლარით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები