შსს უკონტაქტო პატრულირების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, განისაზღვრა მართვის მოწმობებისათვის მინიჭებული ქულათა სისტემის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პირობები და პროცედურები. მათივე ინფორმაციით, ბრძანება 2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. დამატებითი ინფორმააციის მიღება შსს ოფიციალური გვერდზეა შესაძლებელი.