2017 წლის 1-ელი ივლისიდან 2018 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში უკონტაქტო პატრულირების შედეგად თბილისში 5 ათას 418 ჯარიმაა შედგენილი. რაც შეეხება რეგიონებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში - 3 ათას 41, ხოლო იმერეთში 3 ათას 657 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა.
ცნობისთვის, უკონტაქტო პატრულირება, ქვეყნის მასშტაბით 1-ელი ივლისიდან გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ამოქმედდა. მძღოლს უკონტაქტო პატრულირების ზონაში შესვლამდე, შესაბამისი მანიშნებელი ხვდება, რომელიც მას აფრთხილებს, რომ ის უკონტაქტო პატრულირების ზონაში შედის.