თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა ამერიკის მოქალაქეა. დაჭრილის მამის ინფორმაციით, იგი საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდა.
"მე სამსახურში ვიყავი და იქ გავიგე. თემქაზე ვცხოვრობთ. დაჭრის მომენტში მარტო იყო. სავალუტო ჯიხურთან ფულს ახურდავებდა, თუმცა ყაჩაღობა არ ყოფილა. გამოძიებამ დაკითხა თუ არა ვინმე, არ ვიცი. საერთოდ უკონფლიქტო ბიჭია, მაგრამ ახალგაზდრობაში ჩხუბი ვის არ მოსვლია? ეტყობა ვიღაცასთან იჩხუბა და დაჭრეს", - განუცხადა დაჭრილის მამამ "ინტერპერნიუსს".