13:12
20 ნოემბერი, 2019, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
უკომენტაროდ
უკომენტაროდ: ისინი ყველგან არიან... სახლში, ტანსაცმელში, საკვებში... - შემაშფოთებელი კადრები სამეგრელოდან
22-09-2017

 

 

კახაბერ ადამია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეო და ფოტომასალას, სადაც ჩანს როგორ არის დაფარული ტანსაცმელი მწერებით,  რომელმაც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი გაანადგურა.

"ალფრედ ჰიჩკოკის საშინელებათა ფილმებში არ ხდება ის, რაც სამეგრელოში ხდება... ისინი ყველგან არიან... სახლში, საწოლში, კარადებში, ტანსაცმელში, საკვებში... საზიზღრად ყარან და მოსვენებას არ გვაძლევენ... გაანადგურეს ყველაფერი, თუ კი რამე ხილი და ბოსნეული იყო... გაანადგურეს სიმინდი და თხილი.
ხელისუფლება კი კვლავ პიარ სვლებს აკეთებს, თითქოს ებრძვის ამ საშინელებას. სანამ ,,ოცნება,, მართავს საქართველოს, ამ პრობლემას არ ეშველება... ეს პრობლემა დააქცევს საქართველოს ეკონომიკას და გაღატაკებულ მოსახლეობას სისხლისმღვრელ კონფლიქტამდე მიიყვანს." - წერს კახაბერ ადამია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
თეთრი
24-09-2017
მე არ ვარ სათანადო დარგის მეცნიერი, მაგრამ ვიცი, რომ ეს მწერი სიბნელეში მიდის შუქზე და შემოდგომის სიცივეების დადგომის კვალობაზე ეძებს თბილ ადგილს გამოსაზამთრებლად, რაც ხშირად ადამიანების საცხოვრისია. მისი ამ თვისებების გამო იოლად შესაძლებელია მისთვის ხაფანგების მასობრივი დაგება, რაც საკმაოდ ეფექტურად შეამცირებს მის პოპულაციას. აჯობებს, თუ ამ ღონისძიებებს გაატარებს ხელისუფლება, მაგრამ სოფლების მოსახლეობა თავადაც უკვე უნდა მოქმედებდეს კოლექტიურად და არ უნდა ელოდებოდეს ხელისუფლებას!
ნატო
23-09-2017
სრული სიმართლეა, მართლაც და საშინელებაა რაც სამეგრელოში ხდება, საზიზღრობაა მავლებლუბასთან ერთად საშინელი სუნი აქვს...... ცხოვრება გვიჭირს ოთახებში ცხოვრება ჭირს. გვიშველეეეთ .............
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები