პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გარდაცვლილი მოზარდების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. როგორც პრემიერ-მინისტრის განცხადებაშია აღნიშნული, მთელი საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ, რათა მშვიდი და ჯანსაღი გარემო იყოს საყოველთაო და გარანტირებული ყველასთვის და პირველ რიგში, ჩვენი მომავალი თაობისთვის. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ მიმართულებით წამყვანი როლი ეკისრება განათლების სისტემის გარშემო ჩვენს კონსოლიდაციას, რომ მოხდეს პრობლემების სწორი იდენტიფიცირება და შესაბამისი გზების დასახვა.