უხვმა ნალექმა გორის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. 3 სოფელში წყლის ამოტუმბვის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სამუშაო ჯგუფი ყელქცეულში, ქვემო ხვითსა და ზემო ნიქოზში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და წყალს ტუმბავდნენ. 50-მდე ოჯახს პრობლემები უხვი ნალექის შედეგად შეექმნა. ძლიერი წვიმა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაიტბორა სახლების სარდაფები, პირველი სართულები და ნათესები.