უჯრედისი რომ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს, ყველამ იცის. ბოლო კვლევებით მისი კიდევ ერთი თვისება დადასტურდა - ის ახალგაზრდობის წყაროცაა. ის პირები, რომელთა საკვები რაციონი მდიდარია უჯრედისით, 80 %-ით დღეგრძელები და ჯანმრთელები არიან. ექსპერტთა განცხადებით, ადამიანმა დღეში 25-30 გრამი უჯრედისი უნდა მიირთვას. თურმე, უმრავლესობა ამ ნორმას ვერც კი უახლოვდება. პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა საკვებ რაციონში ხილის, ბოსტნეულის, პარკოსნებისა და ნიგვზის უხვად ჩართვა. საკვებ რაციონში უჯრედისის ოპტიმალური რაოდენობით ჩართვა ამცირებს შაქრიანი დიაბეტის განვითარებს რისკს, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ეხმარება ნორმალური წონის შენარჩუნებას. თუმცა, უჯრედისის მოცულობის მკვეთრად მომატება საკვებ რაციონში არასასურველია. ეს თანდათანობითაა რეკომენდებული, თანაც აუცილებელია სათანადო რაოდენობით წყლის მიღება; წინააღმდეგ შემთხვევაში უჯრედისი შეკრულობის პროვოცირებას მოახდენს.