მხოლოდ ბოლო ხუთი დღის განმავლობაში საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად 100-ზე მეტმა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა დაზიოანება მიიღო. ზოგ შემთხვევაში ამის მიზეზი გამოყენების წესების არცოდნა იყო, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ბაზარზე უხარისხო და შესაბამსიად, ჯანმრთელობისთვის საშიში პიროტექნიკა იყიდება. ქვეყანაში არ არსებობს უწყება, რომელიც ამ პროდუქციის ხარისხსა და მის რეალიზაციას დაარეგულირებს. პროდუქციაზე მოხმარების წესები ქართულ ენაზე, უმეტესად, არ არის დატანილი. ადგილობრივი ბაზარი მომხმარებელს ფოიერვერკების ფართო არჩევანს შეზღუდვის გარეშე სთავაზობს. აკრძალვა არც მყიდველის ასაკს ეხება. ე.წ. ყუმბარების ძირითადი მომხმარებლები ბავშვები არიან.