უხარისხო ბენზინის ან დიზელის საქართველოში შემოტანა, შესაძლოა, 30 ათას ლარიანი ჯარიმით დაისაჯოს. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტშია ინიცირებული. საუბარია, პარლამენტის წევრთა მიერ ინიცირებულ პროექტზე რომელიც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა გააცნო.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ანდა დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს ან დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ათასი ლარით და ამასთან მოხდება იმპორტირებული საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის და ამავე საწვავის იმპორტის ფასის ნამრავლის 15-მაგი ოდენობით დაჯარიმება.