უხანიდან თურქეთში გადაყვანილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან - Palitra News

უხანიდან თურქეთში გადაყვანილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

2020-02-15 17:08:59+04:00

თურქეთში საქართველოს ელჩის, გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, ჩინეთის ქალაქ უხანიდან თურქეთში გადაყვანილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან. საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

უხანიდან ანკარაში საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია პირველ თებერვალს განხორციელდა. ისინი 14 დღის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდნენ და მათ შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები უტარდებოდათ.