შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მერვე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ლ.წ. თბილისში დააკავეს.სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ხელბარგის ჩხრეკისას, ბრაუნინგის სისტემის პისტოლეტი, გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი, კუსტარულად დამზადებული რევოლვერი და 23 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.