ახალციხის მუნიციპალიტეტში მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინდა, დაკავებულია პირი, რომელმაც გაუფორმებელი იარაღით წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლა შემდეგ კი ნანადირევით გაქცევა სცადა. სამართლდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინგანა საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.