მარჯანიშვილის თეატრიდან გივი ბერიკაშვილი გამოასვენეს და საბურთალოზე ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ. დილიდან კი სამოქალაქო პანაშვიდი იმართებოდა მარჯანიშვილის თეატრში. მსახიობს მეგობრების, კოლეგების და ოჯახის წევრების გარდა მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებიც დაემშვიდობნენ. გივი ბერიკაშვილმა სამსახიობო კარიერის ყველაზე დიდი დრო სწორედ მარჯანიშვილის თეატრში დაჰყო. ბერიკაშვილმა მარჯანიშვილის სცენაზე 35-ზე მეტი როლი ითამაშა.