ჰამლეტი - ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის უილიამ შექსპირის ტრაგედიაა, რომელიც მწერლის ყველაზე გრძელ პიესას წარმოადგენს და 4042 ტაეპისგან და 29551 სიტყვისაგან შედგება. წიგნში მოქმედებები დანიაში ვითარდება. მონარქების სამეფო სასახლეში ვრცელდება ხმა აჩრდილის შესახებ, რომელიც დახიატიალობს ციხესიმაგრის კედლებში. თვითმხილველები საოცრად ამსგავსებენ მას ახლადგარდაცვლილ მეფეს, რომლის სიკვდილის შემდეგაც მის ტახტს მისი ძმა კლავდიუსი დაეპატრონება და ძმის ქვრივს, ტახტზე დაისვას როგორც მის დედოფალს და მეუღლეს. აჩრდილის შესახებ ხმა, უმალვე გასცდება სასახლეს და ამბავი მეფის ვაჟის უფლისწულ ჰამლეტის ყურამდეც მიაღწევს, რომელიც გადაწყვიტავს აჩრდილი თავისი თვალით იხილოს. თუმცა აჩრდილთან შეხვედრის შემდეგ უფლისწული მოსვენებას კარგავს, ის იგებს საშინელ საიდუმლოს მამის მკვლელობის შესახებ, რომელიც საკუთარმა ძმამ გამოასალმა სიცოცხლეს. ამ წუთიდან ჰამლეტი ცხოვრების ერთადერთ მიზნად, მამამისის გამო შურისძიებას ისახავს.შექსპირის ლიტერატურული კარიერა დაახლოებით 20 წელიწადს 1592 წლიდან 1612 წლამდე გრძელდებოდა და ამ პერიოდში მან შექმნა ორი ეპიკური პოემა, უამრავი სონეტი და 37 პიესა.