მე არ ვეთანხმები გიგი უგულავას წერილის შინაარსს და პათოსს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა რურუამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა. მისი აზრით, უგულავას წერილი იყო უდროო და მან არაჯანსაღი პროცესები დაიწყო. რურუას თქმით, გიგი უგულავას წერილი პარტიისა და სააკაშვილის ერთმანეთისგან დაშორებას ემსახურებოდა.