პატიმრობაში მყოფი „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა სოციალური ქსელით პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. როგორც უგულავა ფეისბუქ პოსტში წერს მას არ სურს მისი გათავისუფლების საკითხი ბარიერი გახდეს პროპორციული სისტემის მიღების პროცესში. თბილისის ყოფილი მერი თანაგუნდელებსა და მთლიანად ოპოზიციას მიმართავს, რომ მისი პატიმრობა, შეგნებული არჩევანი და საერთო ბრძოლის ნაწილია. უგულავას განცხადებით, პროპორციული სისტემის მისაღებად მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.