ოპოზიციონერი გიგი უგულავა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
უგულავა მხარს უჭერს ოპოზიციის მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერას, თუმცა მიიჩნევს, რომ პარლამენტის ბოიკოტი უნდა შეწყდე ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ. მისივე განცხადებით ადგილობრივ არჩევნებზე, თბილისის მერობის კანდიდატად ოპოზიციურმა სპექტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას კანდიდატურა უნდა განიხილოს.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დროა, ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო.
ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ თუ დოკუმენტის პირობები შესრულდება,15 მაისის მანიფესტაცია უნდა გადაიქცეს შეჯერებული კანდიდატების ნომინაციის საზეიმო მანიფესტაციად.