გიგი უგულავა „ევროპული საქართველოდან“ არსად წასვლას არ აპირებს და ელენე ხოშტარია - იმედი მაქვს, რომ არა. ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ წამყვანის მიერ დასმულ კითხვას იმასთან დაკავშირებით, „თუ რამდენად ერთიანები არიან პარტიაში და ხომ არ აპირებენ გიგი უგულავა და ელენე ხოშტარია „ევროპული საქართველოს დატოვებას“.„ჩვენ განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, სადაც ივანიშვილი წყვეტს ყველაფერს და „ნაციონალური მოძრაობისგან“, სადაც მიხეილ სააკაშვილი „სადღაც ღრუბლებშია“ და პარტიაში ქაოსია, ჩვენ ჩვენს პოლიტიკურ გუნდში დისკუსია გვაქვს ხოლმე და მათ შორის ზოგჯერ მწვავე, მნიშვნელოვან საკითხებზე. მაგრამ ეს არ არის ფასეულობითი და ღირებულებითი განსხვავება, რომელმაც შეიძლება რაიმე ტიპის გახლეჩვა გამოიწვიოს. სად უნდა წავიდეს გიგი უგულავა? ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც ჩემთან ერთად და ასევე სხვებთან ერთად აპირებს, რომ შემდეგ არჩევნებზე დაამარცხოს ბიძინა ივანიშვილი, პრორუსული ძალები და ვიყოთ უფრო ძლიერები“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს.„ელენე ხოშტარია ისეთ ფორმალურ თანამდებობაზე არ არის, როგორზეც გიგი უგულავა, შესაბამისად ელენეზეც და ნებისმიერ სხვაზე, იმედი მაქვს, რომ არსად წასვლას არ აპირებენ. გიგი უგულავაზე კი დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს“, -აღნიშნა ბოკერიამ.