ლონდონის "ტოტენჰემის" ოფიციალური საიტის ცნობით, კაპიტანმა და მეკარემ, უგო ლორისმა მარცხენა იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც კიდევ რამდენიმე თვე უქმობა მოუწევს. ფრანგი კიპერის დაბრუნების სავარაუდო დრო მოედანს 2020 წლის იანვარი სახელდება. ლორისის ოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება კლუბის სამედიცინო შტაბმა მიიღო. ფეხბურთელის იდაყვი არასტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ლორისმა დაზიანება "ბრაიტონთან" (0:3), პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში ლორისმა "ტოტენჰემის" მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 17 გოლი გაუშვა.