უგანდაში სატვირთო, რომელსაც საწვავი გადაჰქონდა, აფეთქდა. შედეგად დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი. აფეთქების შემდეგ სატვირთო მანქანა გზაზე სამ ავტომობილსაც დაეჯახა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მაშველებმა 9 დამწვარი ადამიანის ცხედარი უკვე იპოვეს. მიმდინარეობს მათი იდენტიფიცირების პროცესი. ხოლო კიდევ ერთი ადამიანი სატვირთო მანქანაშია მოყოლილი.
რა გახდა აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია.