"ამაზონმა" ქინდლის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელიც უფრო თხელი, ნათელი და წყალგამძლეა. ახალი Kindle Paperwhite-ი გამოირჩევა დიზაინითაც. „ამაზონის“ მოწყობილობების განყოფილების უფროსი ევროპაში ერიკ საარნიო ამბობს, რომ ახალ ქინდლს უფრო მეტი მოცულობა და უფრო დახვეწილი აუდიო აქვს. იგი დაახლოებით 8,18 მმ სისქისაა და 182 გრამს იწონის. მას აქვს სპეციალური განათებაც, რომელიც კითხვის დროს შეგიძლიათ ჩართოთ.
ახალი ქინდლი გამოირჩევა იმითაც, რომ იგი „ბლუთუზის“ საშუალებით უკავშირდება ისეთ მოწყობილობებს, რომელიც ინტერნეტში არაა ჩართული. იგი ადაპტირებულია „ამაზონის“ აუდიოწიგნების მაღაზიასთან. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ახალი ქინდლი გაცილებით უფრო კომფორტულია მათთვის, ვისაც წიგნების ელექტრონული ვერსიების კითხვა უყვარს. ახალი ქინდლის გაყიდვები უკვე დაწყებულია. როგორც „გარდიანი“ წერს, 8 გიგაბაიტის მოცულობის ქინდლი 129 ფუნტი, ხოლო 32 გიგაბაიტიანი 150 ფუნტი ღირს.