"უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, "ბირჟა მაფიას" საქმე კი უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებდა" - "ბასიანის" საქმის მოსამართლე - Palitra News

"უფრო მძიმე მუხლებზეც გამომიყენებია გირაო, "ბირჟა მაფიას" საქმე კი უვადო თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებდა" - "ბასიანის" საქმის მოსამართლე

2018-01-20 18:04:55+04:00

კლუბ "ბასიანთან" მომხდარი ინციდენტის საქმის მოსამართლე პირველ ინსტანციაში, ბადრი შონია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება გირაოს შეფარდების შესახებ სრულიად დამოუკიდებლად მიიღო. ამასთან, მისივე თქმით, "ბირჟა მაფიას" საქმის შემთხვევაში საქმე ეხებოდა განსაკუთრებით მძიმე მუხლს.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ ერთი პოლიციელისა და ღამის კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და პატიმრობა შეუფარდა.