უფლისციხეში ექსკურსიის დროს პირველკლასელი დაშავდა. 7 წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადმოვარდა.
უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ხელმძღვანელის განცხადებით, ბავშვი დაახლოებით 3-4 მეტრი სიმაღლიდან გადმოვარდა. დაცემისას მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავებული კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს.
ექიმის განცხადებით პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და გააგრძელებს ამბულატორიულ მკურნალობას.