უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე მისი ძმის კობა ბაკურიძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველოს მიმართავს. ბაკურაძის თქმით, ამ საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, თუმცა ვიდეო მტკიცებულებების ამოღება ამ დრომდე არ ხერხდება.თამაზ ბაკურიძე საგამოძიებო ორგანოებისგან ვიდეო მასალებს დღის ბოლომდე ითხოვს, წინააღმდეგ შემთხევვაში შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სამართალდამცავ ორგანოებს აკისრებს. ამის შესახებ ბაკურაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 45 წლის კობა ბაკურიძეს ზღვაში 3 ივლისის შემდეგ ეძებენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.