საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მე-14 დღეა შიმშილობს. სააკაშვილი ამბობს, რომ ის ბრძოლას ბოლომდე აპირებს და უკანონო პატიმრობას არ შეეგუება. რუსთავის ციხეში ექს პრეზიდენტის უფლებადამცველები მივიდნენ და ტრადიციულად განცხადებებეი გააკეთეს. მათი თქმით, დღეს მესამე პრეზიდნეტთან მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე ექნებათ საუბარი, ყველაზე ეფექტური გზა კი მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების მიღებაა.