03:50
5 დეკემბერი, 2020, შაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე შესაძლოა, აქციზის გადასახადი გათანაბრდეს
12-12-2018

უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე შესაძლოა, აქციზის გადასახადი გათანაბრდეს. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის ინფორმაციით, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები ინიცირებისთვის უკვე მზად არის.
დეპუტატის განმარტებით, ამით აღარ იარსებებს ის ჩამნაცვლებელი ეფექტი, რომ ფილტრიანი სიგარეტიდან უფილტროზე გადავიდნენ, რადგან ის უფრო იაფია.  მისივე თქმით, საქართველო თამბაქოს მოხმარების კუთხით ეპიდემიის წითელ ხაზზეა და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები