UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა გურამ ქუთათელაძემ და ის მსაჯების უცნაური გადაწყვეტილებით ყაზახ, დამირ ისმაგულოვთან დამარცხდა. მებრძოლებმა ოქტაგონზე სამი რაუნდი გაატარეს. მსაჯების გადაწყვეტილება კი მართლაც გასაკვირი იყო, რამაც სოციალურ ქსელებშიც დიდი მითქმ-მოთქმა გამოიწივია. მათ პირველი რაუნდის შედეგად ფრე -28-28 დააფიქსირეს, ხოლო დანარჩენ ორ რაუნდში უპირატესობა ისმაგულოვს მიანიჭეს. სოციალურ სივრცეში უცხოელი მომხმარებლების უმრავლესობ წერს, რომ გამარჯვება გურამს ეკუთვნოდა. ქუთათელაძე კარიერაში მე-3-ედ დამარცხდა, თუმცა მას აქტივში 12 გამარჯვება აქვს.