უფასო სამედიცინო გამოკვლევები ნაძალადევის რაიონის მაცხოვრებლებისთვის გრძელდება. ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების, მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდრე ხუჯაძის ინიციატვით ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებს, ასევე სხვა მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. საერთო ჯამში მედიკოსებმა 400 მოქალაქეს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება გაუწიეს. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის“ ორგანიზებით ჩატარდა.