ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უფასო მედიკამენტების პროგრამა გაფართოვდება და მას ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალებებიც დაემატება.მინისტრის განცხადებით, საბოლოო ჯამში, სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად გადასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი საბოლოო ჯამში, 60-მდე გაიზრდება. მინისტრმა კომენტარი სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გადასაცემ 50-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებითაც გააკეთა და არნიშნა, რომ საბოლოო კონსულტაციები პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გაიმართება. როგორც დავით სერგეენკომ განაცხადა, დახმარების პროგრამა, შესაძლოა, დასაწყისში სრულად ფულადი იყოს ან ნაწილმა ვაუჩერული სახე მიიღოს.