უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს - ილია მეორე - Palitra News

უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს - ილია მეორე

2017-08-19 15:13:09+04:00

უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, - ამის შესახებ მცხეთის სამთავროს მონასტერში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ განაცხადა. პატრიარქმა სრულიად საქართველოს ფერიცვალების დღესასწაული მიულოცა. წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ ხილი აკურთხა.