უფალი ადამიანს აძლევს ჯვარს მისი ძალის მიხედვით, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. პატრიარქმა მრევლს მიმართა, რომ დღევანდელი კვირა არის ჯვრის თაყვანისცემის კვირა და უფალს შესთხოვა, ყველას შეაძლებინოს საკუთარი ჯვრის ბოლომდე მიტანა.