"რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი შეიძლება დასაჯონ. უეფას ოფიციალური საიტი იუწყება, რომ ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" მატჩში რამოსის მიერ ყვითელი ბარათის მიღებაზე გამოძიება დაიწყო. ამ გუნდების პირველი 1/8-ფინალური შეხვედრისას რამოსი გააფრთხილეს, რის გამოც განმეორებით მატჩს გამოტოვებს. უეფას მიაჩნია, რომ რამოსმა ყვითელი ბარათი განზრახ მიიღო, რათა მეოთხედფინალების წინ გაფრთხილებები "გაენულებინა".