ცნობილი გახდა მესამე ევროტურნირის დასახელება - კონფერენციათა ლიგა, რომელიც სტარტს 2021 წელს აიღებს. მისი ფორმატი ჩემპიონთა ლიგის მსგავსი იქნება, 32 გუნდი 8 ჯგუფში განაწილდება, ჯგუფებში გამარჯვებულები პირდაპირ გავლენ 1/8 ფინალში. ჯგუფების მეორეადგილოსნები ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამეადგილოსნებს პლეი-ოფში გასასვლელ მატჩებში შეხვდებიან. კონფერენციათა ლიგის გამარჯვებულებს მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება ექნებათ, ამგვარად ეს ტურნირი, ერთგვარად, მესამე დონის გუნდებისთვის შექმნილი ევროტურნირი იქნება.