სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში გამართულმა უეფა-ს აღმასკომის სხდომამ გადაწყვიტა, ევროპა ლიგის 2021 წლის ფინალი სევილიას "სანჩეს პისხუანზე" ჩაატაროს. ამ ტურნირის გადამწყვეტი მატჩის მასპინძლობაზე მხოლოდ ორი კანდიდატი იყო დარჩენილი - სევილია და თბილისი და სამწუხაროდ, უეფამ უპირატესობა ანდალუსიის დედაქალაქს მიანიჭა. შეგახსენებთ, 2015 წელს ევროპის სუპერთასი "დინამო არენაზე" გაიმართა და "ბარსელონამ" "სევილიას" 5:4 მოუგო. უეფამ აგრეთვე დაადგინა, რომ ჩემპიონთა ლიგის 2022 წლის ფინალს მიუნხენი, ხოლო 2023 წლისას ლონდონი უმასპინძლებს.