უეფა ზაფხულში ჩემპიონთა ლიგის მსგავს ტურნირს გეგმავს, რომელიც 2021 წლისთვის უკვე ამუშავდება. შეჯიბრების ორგანიზება იგეგმება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ბაზაზე, რომელიც 2013 წლიდან ყოველ წელს ტარდება.
შეჯიბრებაში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და როგორც ჩემპიონთა ლიგაზეა, აქაც ჯგუფური ეტაპი და შემდეგ უკვე პლე- ოფის მატჩები გაიმართება. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისგან განსხვავებით, უეფას სურს, რომ ამ ჩემპიონატს სერიოზული პრიორიტეტი მიენიჭოს და გუნდები არა მოთელვითი, არამედ ოპტიმალური შემადგენლობით გამოვიდნენ. ტურნირი ამერიკაში ჩატარდება, თუმცა, საჭიროებისამებრ, გამორიცხული არაა, რომ აზიაშიც ჩატარდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურნირში დროთა განმავლობაში სამხრეთამერიკული გრანდების ჩაერთვაც იგეგმება.