კომერციულ ბანკებში ფიზიკურ პირებზე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 79,2%-ით გაიზარდა. 2018 წლის მარტის მონაცემებით ეროვნული ვალუტით გაცემული, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების საერთო მოცულობამ 3 მილიარდ 500 მილიონი ლარი შეადგინა, რაცწინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მილიარდ 200 მილიონი ლარით მეტია.
რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობას, 600 მილიონი ლარით გაიზარდა და 2018 წლის მარტში 8 მილიარდ 500 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმაც მოიმატა. კერძოდ, მარტის მონაცემებით ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთმა 13,4% შეადგინა, მაშინ როცა 2017 წლის მარტში - 12,6% იყო. უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებზე კი საპროცენტო განაკვეთი - 8,9%-დან 8,3%-მდე შემცირდა.