საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები თბილისში იზრდება, ქირა კი მცირდება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევა მეტყველებს. კერძოდ, კვლევის თანახმად, აგვისტოში უძრავი ქონების ფასი 2019 წელთან შედარებით, 4.7%-ით არის გაზრდილი, ქირაზე კი ფასები ამავე პერიოდში - 16.7%-ით შემცირდა.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მოთხოვნა იზრდება დიდუბეში, ისანსა და სამგორში.
რაც შეეხება ტრანზაქციების რაოდენობას, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში მაჩვენებლმა 1.2%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს.
„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, ჯამში, 2021 წელს ტრანზაქციების რაოდენობა 3.8%-ით, ფასი კი მცირედით გადააჭარბებს 2019 წლის დონეს.