თბილისში, 2021 წლის ოქტომბერში 3 141 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაცია „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული. რაც შეეხება ბაზრის ზომას, საანგარიშო პერიოდში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მოცულობამ 150 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
„ქოლიერსის“ ცნობით, 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით ტრანზაქციების რაოდენობა 1%-ით არის შემცირებული, ბაზრის ზომა კი 7%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2021 წლის ოქტომბერში, თბილისში ახალაშენებულ პროექტებში 2 113 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც 1%-ით მეტია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ძველ პროექტებში კი ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა.