2016 წლის ნოემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 2.4%-ით, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით კი 33.1%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 58 721 ერთეული შეადგინა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის ნოემბრის თვის უძრავი ქონების პირველად სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობაში 5.2%-იანი კლება დაფიქსირდა, ხოლო მეორად მონაცემში ზრდამ 5.2% შეადგინა.