2016 წლის დეკემბერში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი წინა წელთან შედარებით 3.8%-ით შემცირდა, ხოლო ქირის ფასის ინდექსი 2.1%-ით გაიზარდა. "თიბისი ბანკის", აისეტის კვლევითი ინსტიტუტისა და ჯამპსტარტის ერთობლივი კვლევის თანახმად, 1 კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 866 აშშ დოლარი, ხოლო ქირის საშუალო ფასმა 7.20 აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, გასულ წელს ყველაზე ძვირ რაიონად როგორც გაყიდვის საშუალო ფასის, ისე ქირის საშუალო ფასის მიხედვით მთაწმინდა იყო. აღნიშნულ უბანში გაყიდვის საშუალო ფასმა 1 033 დოლარი, ქირის საშუალო ფასმა კი 8.37 დოლარი შეადგინა. ყველაზე იაფი რაიონი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამ¬გორი - 547 დოლარი, ხოლო ქი¬რის ფასის მიხედვით - გლდანი 4.52. კვლევის თანახმად, გასულ წელს უძრავი ქონების ბაზარზე 89 120 ტრანზაქცია შესრულდა.