დეველოპერები უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მატებას პროგნოზირებენ. კომპანია "არსის" ფინანსური დირექტორი და მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიები ბინების ღირებულებას რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით ზრდიან. აბულაძე ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად სამშენებლო რეგულაციებს ასახელებს. მისი განმარტებით, 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულიმა ტექნიკურმა რეგლამენტმა, რომელიც შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებს ადგენს, ბაზარზე არსებული სურათი რადიკალურად შეცვალა.