ინსომნია თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, რომლის გადასაჭრელად ადამიანები არაერთ მედიკამენტსა თუ მკურნალობის მეთოდს მიმართავენ. მეცნიერების ჯგუფმა უძილობის პრობლემის გადასაჭრელად თავის სახვევი, სახელად Sleep Shepherd Blue გამოიგონა, ანუ ე.წ. "ძილის მწყემსი".
გამომგონებლების თქმით, Sleep Shepherd იმით განსხვავდება სხვა მსგავსი მოწყობილობებისაგნ, რადგან იგი პირველი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც უზრუნველყოფს უკეთესს ძილს და აქტიურად ადევნებს თვალს ტვინის ელეტრულ იმპულსებს. თავის სახვევი თითოეულ ყურში ორ განსხვავებულ სიხშირეს გამოსცემს, რაც საბოლოო ჯამში მოდუნებაში გეხმარებათ და ძილის ფაზაში შეყავხართ.