მაიკლ გრეისის სადებიუტო პროექტი - ბიოგრაფიული მიუზიკლი „უდიდესი შოუმენი“, რომელმაც ამერიკელი შოუმენის, ცნობილი მოხეტიალე ცირკის შემქმნელის, ფინეს ტეილორ ბარნუმის ისტორია მოუთხრო მაყურებელს, არა მხოლოდ საინტერესო სიუჟეტით და ვარსკვლავების სიმრავლით, არამედ ვიზუალური ეფექტებით და გრანდიოზული დეკორაციებით გამოირჩევა, რომელთა შექმნა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა შემოქმედებითი ჯგუფის მონდომებამ გაამართლა, რადგან მაყურებლის, პირველ რიგში კი მიუზიკლის მოყვარულთა მოწონება დაიმსახურა რაც მთელი ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის სინთეზის უმაღლეს დონეზე შესრულებული ერთობლივი შრომის შედეგი გახდა.
ფილმის სიუჟეტი მთლიანად აგებულია, რეალური ადამინაის ისტორიაზე, რომელიც ბავშვობაში სიღარიბისა და უფულობის გამო ხშირად იყო დამცირების, შეურაცყოფისა და დაცინვის მსხვერპლი.
სურათში, კარგად არის გადმოცემული და აღწერილი, ობლად დარჩენილი მთავარი გმირის სწრაფვა და მიზანდასახულობა წარმატებისა და სახელის მოხვეჭისაკენ. ამ ოცნების განხორციელების შთაგონების მათავარ წყაროს კი მისთვის, ბავშვობიდან მოყოლებული, პირველი სიყვარული წარმოადგენს.