ბაჰრეინში ბოლო 90 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილ ნავთობსაბადოს მიაკვლიეს. როგორც ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო BNA(ბი-ენ-ეი) წერს, ეს არის მსუბუქი ნავთობისა და გაზის საბადო, რომელიც არსებული მარაგით რამდენიმეჯერ აღემატება ქვეყანაში არსებულ სხვა საბადოებს. ახალი საბადო ქვეყნის ისტორიაში 1932 წლის შემდეგ ყველაზე მსხვილი საბადო გახდა. "ოპეკის" არაწევრი ეს პატარა სახელმწიფო ამ დროისთვის ნავთობის მოპოვებას მისი ორი საბადოდან აწარმოებს: ერთი ნაპირთან „ბაჰრეინის საბადოდან“, მეორეს კი ზღვაზე "აბუ საფაჰის" საბადოდან, რომელსაც საუდის არაბეთთან ერთად ფლობს.